Read ქარავანი by Jemal Karchkhadze Online

ქარავანი

ქარავანი“ მრავალპლანიანი რომანია. აქ აქცენტი ერთ პიროვნებაზეა, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან განვითარების გარკვეულ ეტაპამდე – შუა ასაკამდე – ვაკვირდებით და ვსწავლობთ. დეტალური, აუჩქარებელი თხრობა და სიტუაციების სიუხვე რომანს სასიამოვნო წასაკითხს ხდის. მრავალმხრივი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ღრმად წარმოაჩენს პიროვნულ პრობლემებს და განუზომელ მასალას იძლევა ანალიზისთვის....

Title : ქარავანი
Author :
Rating :
ISBN : 9789994034062
Format Type : Paperback
Number of Pages : 585 Pages
Status : Available For Download
Last checked : 21 Minutes ago!

ქარავანი Reviews

  • Gvantsa Floyd
    2018-10-13 08:45

    "ხანდახან ყველაფერი ეს - სიძულვილიც, ეჭვიც, საკუთარი არარაობის დამთრგუნველი განცდაც - ისეთი ძალით შებოჭავდა, რომ წიგნები ვეღარ შველოდა. მძაფრი სურვილი უჩნდებოდა თავისი ფიქრები ვინმესთვის გაეზიარებინა, მაგრამ ამ ქალაქში, სადაც ყველანი ზედაპირზე დაცუნცულებდნენ და საკვების ძებნით იყვნენ გართული, ისეთი არავინ ეგულებოდა, ვისთანაც ამ ფიქრების გამხელა შეიძლებოდა"

  • khatia nebulishvili
    2018-09-27 12:45

    ძალიან მიყვარს.....ერთ-ერთი იმ წიგნთაგანი რომელზეც ვიტირე:)

  • Nina Smith
    2018-10-19 09:42

    ეს არის წიგნი,რომელიც აღწერს ადამიანის დანიშნულებას და ზოგადად მისი ცხოვრების არსს.მართლაც რომ ასეთი წიგნი ჯერ არ წამიკითხავს,აბელის ცხოვრებისეული გზა ბევრისთვის შეიძლება მაგალითადაც იქცეს,ბევრსაც კი მსოფლმხედველოვას შეუცვლის.ჩემი აზრით ყველამ,ვინც საკუთარ მე–ს ეძებს,აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს წიგნი.P.S. პირადად მე,დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დავრჩ მისი წაკითხვის შემდეგ.

  • Mariam
    2018-10-07 16:05

    " არსებობა ურთიერთობებია. არც მეტი, არც ნაკლები. გამოაცალე ადამიანს ურთიერთობა და ადამიანიც გაქრება. თვითონ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში. " ასეთი წიგნი ჯერ არ წამიკითხავს! საოცარი წერის მანერა... ყველას გირჩევთ ამ გენიალურ ნაწარმოებს.

  • ჟუ
    2018-10-10 08:57

    წიგნი ადამიანის დანიშნულებაზე, მიზანზე, აღიარებაზე, ზოგადად ცხოვრებაზე ძალიან საინტერესო პერსონაჟებით და დიალოგებითბევრ რამეზე დაგაფიქრებს და ბევრსაც აღმოგაჩენინებსაუცილებლად წასაკითხია

  • Juba Khutsishvili
    2018-10-16 10:48

    ძალიან მაგარი წიგნია must read!

  • მინდია არაბული
    2018-09-25 11:48

    Me : Show, don't tell.Karchkhadze : Fuk u man u no ma master.მარა დასასრული ძაან ესიყო : https://www.youtube.com/watch?v=TTAU7...

  • Saba Amiridze
    2018-09-23 12:43

    სიტყვები არასდროს არაა საკმარისი ქარჩხაძის წიგნების შესაფასებლად.

  • Salomé McSmith
    2018-10-02 12:06

    ქარავანი, ჩემთვის კი "საქართველოს მგზავრები", ძალიან მომეწონა, ეგზისტენციალური, მატერიალისტი, "უღმერთო" გედეონით, მოქადაგე და ბოლოს "გაფრენილი" სამსონით, ჩვენნაირი, აბელისნაირი ტიპებით და სხვა ძალიან ქართული ხასიათებით სავსე. ადამიანებს ხომ გვიყვარს საკუთარი თავის დადებით ტიპაჟად წარმოდგენა. ამიტომაც თავს უფრო აბელს მივამსგავსებთ, ვიდრე კაკოს, თეიმურაზს, ან თუნდაც ბატონ ვიქროტს. ჩემი აზრით ქართველები ძალიან ვგავართ ძველ ებრაელებს, მუდამ რელიგიაზე მოყაყანეებს, ცხოვრების აზრის მაძებრებს ერთი მხრივ, მეორე მხრივ ვართ ისეთი ტიპებიც (უფრო იშვიათად), რომლებიც კამიუს ვაღიარებთ და ვამბობთ, there is no God, არავითარი მისია არ გვაკისრია, ამიტომ საკუთარი თავი ზუსტად რომ შენად გეყუდნის და აქედან უნდა გამოძერწო შენი მორალიც, ფასეულობებიც და ღირსებაც, შენივე ექსპერიმენტებით. ჩემი აზრით, უაღრესად აქტუალური წიგნია.გარდა ამისა, ქარავანის კითხვის დროს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჯემალ ქარჩხაძე უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევს ისეთ დეტალებს, რაც ხშირად ბავშვობაში ხდება და მერე დავიწყებას მიეცემა ხოლმე. ეს დეტალები სულ უმნიშვნელოა, მაგრამ კითხვის დროს რომ აღმოაჩენ, შეიძლება სახტად დარჩე იმდენად ნაღდია. მე სწორედ ამ პატარ-პატარა დეტალებმა მომხიბლა, რომლებიც მარგალიტებივითაა გაბნეული წიგნში. განსაკუთრებით მომეწონა "მამის ხატი", რომელიც ახლობლების თქმით დიდი ვაჟკაცი იყო (აბა რას იტყვის თავმოყვარე ქართული ოჯახი), მაგრამ აბელმა მეხსიერებაში ვაჟკაცი და ღვინისა და გამოუცვლელი წინდების მჭახე სუნი ერთმანეთს ვერ შეუთავსა. არადა ამაზე ლაპარაკი იცის, რომ არ მოსულა. პატარა ექსპერიმენტატორი ხომ სულმთლად ჩასაყლაპია. რადგან ახლომახლო არავინ ყავს "ჭკუის დამრიგებელი" თვითონვე უწევს ექსპერიმენტების ჩატარება. თუმცა სწორედ ამაშია ცხოვრების მთელი ხიბლი. შენს საკუთარ ექსპერიმენტს მიაგნო და და შენს ტყავზე გამოსცადო. ამიტომ, როცა ჩვენი სამსახურეობრივი თუ "სალონური კარიერა" დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, და ვაიდა ჩვენ-ჩვენ ქალბატონ სალომეებს ნატიფ თუ კეხიან ცხვირებზე თითი მივაჭირეთ და პი-პიი ვაძახებინეთ, არ დაგვავიწყდეს, რომ სამსონი ჩვენთვის ერთხელ უკვე გადაფრინდა, აბელმა ჩვენს მაგივრად გაუვალი გზებით იარა, გედეონმა კი უგემრიელესი ყავა მოადუღა და გველის საინტერესო საუბრის გასაბმელად.

  • Giorgi
    2018-10-02 09:46

    ვრცლად მიმოხილვა:http://celsius-233.blogspot.com/2014/...

  • Tina
    2018-10-08 13:01

    3.5ს დავსწერდი, მარა სადაა :v 7/10

  • Ani Kakhidze
    2018-10-14 12:08

    ერთი წიგნის დატოვების უფლება , რომ მქონდეს ამას დავიტოვებდი და ათაჯერ წავიკითხავდი

  • Nato Kontridze
    2018-10-14 10:52

    .*კაცის სიცოცხლე არის საკუთარი პორტრეტის შექმნა, რომელსაც ბოლოს, უზენაესი სამხატვრო საბჭოს სხდომაზე, მკაცრად და ობიექტურად განიხილავენ და მსჯავრს გამოუტანენ. პორტრეტის ხელოვნურად შელამაზებას, რითაც აქ იოლად ვატყუებთ ერთმანეთს, აზრი არ აქვს, რადგან იქ, იმ დიდ საბჭოში ისეთი სპეციალისტები სხედან, რომლებიც ყველაფერს ხედავენ და ჩვენს გულუბრყვილო თვალთმაქცობაზე გამანადგურებელი თბილი ღიმილით იღიმებიან. ამიტომ ბავშვური გამოუცდელი ხელით გავლებულ პირველ ხაზებს, შესაძლებელია უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გვიანდელ კორექტივს, როცა საქმეშ ფარგალი სახაზავი, ფარგალი და გონება ჩაერევა.*ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან შევდგებით და შეუმჩნევლად გადავდივართ ერთმანეთში.*ჩვენ თუ პერსონაჟები არა ვართ, ვითომ ვარსებობთ? არსებობა ურთიერთობებია, არც მეტი არც ნაკლები. გამოაცალე ადამიანს ურთიერთობები და ადამიანიც გაქრება, თითქოს ურთიერთობებში ადამიანის პიროვნება და ხასიათი მჟღავნდება, ტყუილია. თვითონ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში. ადამიანი ურთიერთობაა, მეტი არაფერი.

  • ანა კონტრიძე
    2018-09-21 15:50

    შემოქმედება საკუთარი თავის გამომზეურებაა, ოღონდ, როდესაც შემოქმედმა, საკუთარი თავი რომ თოკზე გამოჰკიდა, ქვემოთ მაყურებელი შენიშნა , შეცბა და ამ " საკუთარ თავს" შელამაზება დაუწყო: წარბები გამოიქნა, თვალები მინაბა , ბზარები საგოზავით ამოივსო, გაცრეცილი ადგილები გაიფერადა, ნიღაბი გაიკეთა და თვალში ნაცარი შეგვაყარა, ამით ვიღაც-ვიღაცეები კი მოატყუა, მაგრამ შენ რას მოგატყუებს!შენ სიყალბეს რომ ამჩნევ შუბლს იჭმუხნი, ყველაზე საინტერესო ( და ცოტა სასაცილოც კი) ის არის, რომ შემოქმედმა მშვენივრად იცის, შენ ვერ მოგატყუებს და მაინც ვერ უძლებს ცდუნებას , რომ არ იკეკლუცოს და თავი იმაზე უკეთესი მოგაჩვენოს ვიდრე სინამდვილეშია.ცდუნებას ვერ უძლებს , თორე ისე შემოქმედის მიზანი პატიოსანი და კეთილშობილურია : თავისი სისხლი გაჩვენოს და მასში შენი სისხლი დაგანახოს.

  • Gio Pasikashvili
    2018-10-18 10:55

    რომანის კითხვისას მიტრიალებდა აზრი, რომ თემა იყო ძალიან ბანალური - ადამიანის არსის გამორკვევა, სულისა და გონების ჭიდილი, აბელის ცხოვრების განმსაზღვერელი შტრიხების შემატება.. მაგრამ ეს ყველაფერი ისე დიდებულად, ისე ოსტატურად იყო თავი შემაყვარა ამ წიგნმაც და ავტორმაც. მხოლოდ იგი მქონდა აქამდე წაკითხული, ახლა ავდგები და ჩავუჯდები დანარჩენებს.

  • ბექა ქურდიანი
    2018-10-10 10:00

    უძლიერესი ნაწარმოები უძლიერესი დასასრულით!!! <3 განსაკუთრებით მაგარი იყო, ბოლო გვერდებზე, აბელის ცხოვრების კიდევ ერთხელ წამიერი გამეორება: თავისი ცხოვრებისეული სიუჟეტებით და საყვარელი პერსონაჟებით. :) აბელთან ერთად ერთ წუთში მეც დიდი სიამოვნებით ჩავიარე მთელი მისი განვლილი ცხოვრება. :)

  • Kate
    2018-10-05 09:50

    ძალიან კარგი წიგნია. და თხრობის საოცარი სტილი