Read ავღანური დღიურები by Diana Janse ლიკა ჩაფიძე Online

ავღანური დღიურები

დიანა იანსე - 2010 წლიდან შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლამდე, 2004-2006 წლებში, შვედეთის სამეფოს საელჩოს წარმომადგენლად მუშაობდა ქაბულში. სწორედ ავღანეთში გატარებულ წლებს ეხება მისი წიგნი "ავღანური დღიურები", რომელიც 2010 წლის იანვარში გამოიცა შვედეთში და ავტორს დიდი აღიარებაც მოუტანა....

Title : ავღანური დღიურები
Author :
Rating :
ISBN : 9789941155260
Format Type : Hardcover
Number of Pages : 236 Pages
Status : Available For Download
Last checked : 21 Minutes ago!

ავღანური დღიურები Reviews

  • Mikheil Samkharadze
    2018-10-13 18:55

    ცოტა უცნაური შეგრძნებაა, როცა მეგობრების წიგნებს კითხულობ.იცნობ ადამიანს სულ სხვა კუთხით, შემდეგ მის წიგნს კითხულობ, სადაც ის თავის ცხოვრებაზე, ცოცხალ რეალურ განცდებზე გიყვება. გრჩება შეგრძნება, რომ სადღაც კაფეში მყუდრო კუთხეში სხედხართ და ის გიყვება ცხოვრებაზე, რომელიც გამოიარა. ასეთ წიგნებს სულ სხვანაირი ემოციით ვკითხულობ.მე სულ სხვა დიანას ვიცნობ, შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში - ეს კი სულ სხვა დიანაა.. განსაკუთრებული შეგრძნება ალბათ იმის გამოც მქონდა, რომ ეს წიგნი ხალიდ ჰოსეინის "ფრანით მორბენალის" შემდეგ წავიკითხე და თითქოს ავღანეთს და ქაბულის ისტორიის მეორე თავს, ერთგვარ გაგრძელებას ვკითხულობდი. საინტერესო საკითხავია, ვისაც ავტობიოგრაფიული პროზა მოგწონთ, ნამდვილად არ მოიწყენთ. განსაკუთრებით მათ ვურჩევ, ვისაც აინტერესებს, რა ხდება ავღანეთში, რას წარმოადგენს სამშვიდობო ჰუმანუტარულ მისიაში მუშაობა და როგორ განსხვავდება მოლოდინები და რეალობა, როცა ასეთ საქმეზე მიდიხარ. ძალიან კარგად არის აღწერილი ერთი მომენტი, რომელიც მეც განმიცდია, როცა საზღარგარეთ მიწევდა მუშაობა და ახლა კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობოდა: რამდენად შორდები შენს ახლობელ ადამაინებს, როცა საზღვარგარეთ ხარ მარტო. როცა გაქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერავინ გაითავისებს, თუნდაც ძალიან დეტალურად მოუყვე, ისინი ამას ვერ განიცდიან. შენ კი ხარ მარტო, სადღაც ქვეყნის დასალიერზე, ფსკერზე და ეს სიმარტოვე ძალიან საგრძნობია. დამიჯერეთ, ძალიან ძლიერი ადამიანი უნდა იყო, რომ ამ ფსკერიდან ამოხვიდე და ეს სიმარტოვე ძალად აქციო. ამ გოგონამ კი ზუსტად ეს გააკეთა და ამიტომაც ვაფასებ მას სხვებზე მეტად. პ.ს.ამ წიგნის სახელწოდებაა "ავღანური დღიურები". ტყუილად აქვს ხალხს მოლოდინი, რომ ეს რაღაც სხვანაირი უფრო დიდი და შინაარსიანი წიგნი იქნება. ეს არის დღიურები და, როგორც ყველა დღიური, ისეა დაწერილი, ამიტომაც, ნუ გექნებათ რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი.

  • Terje
    2018-10-15 17:36

    Had quite high expectations for that book that were not really fulfilled. I expected to read more personal experience, more personal thoughts and not so much of political description of the country. The book left me with many unanswered questions.

  • Bea
    2018-10-05 17:47

    Diana Janse skriver om de två år hon tillbringade i Kabul, Afghanistan i UD's tjänst. Hon berättar väldigt personligt om sig själv, sina intryck, om sitt privatliv och om livet i Afghanistan. Som jag uppfattar det är hon kluven inför landet och människorna där. Vackert, fult, torftigt, spännande, otäckt, ensamt, givande, otillräckligt... Som västerländsk kvinna kan jag bara försöka föreställa mig kontrasterna. Och då ligger jag nog ändå mil ifrån verkligheten. Jag själv blir emellanåt väldigt uppgiven när jag läser inför situationen i landet. Speciellt då för kvinnorna. Men samtidigt skriver Janse emellanåt om en strimma hopp inför framtiden. Det är väl så man måste se det. Annars kan man ge upp hoppet om landet ifråga och människorna där, och det vore inte särskilt humant av omvärlden.

  • Emma Terander
    2018-10-04 19:35

    Kass.